ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 2171 შეადგინა, გასულ დღეებში კი ინფიცირების მაჩვენებელი 500-დან 1000-მდე მერყეობდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღეს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა დასვენების დღეებს უკავშირდება და ეს რიცხვი ბოლო დღეებში "დაგროვილი მაჩვენებელია".
"პროგნოზულად, მაისის შუა რიცხვებში არის გათვალისწინებული პიკური პერიოდი. დღევანდელი მაჩვენებელი არ არის ეპიდემიის ჭეშმარიტი მაჩვენებელი, ეს არის დაგროვილი რიცხვი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა, მაგრამ ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და პიკი მაისიც შუა რიცხვებშია გათვალისწინებული", - ამბობს გაბუნია.




























