მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პირდაპირ ვთქვათ, რომ სანქციები ეფექტური საშუალება არ არის" - პრემიერი

621c9bef6bd65
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 13:58
570
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ ეფექტიანი არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ საომარი მოქმედებები წამოიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ მათ შორის აშშ-მ; დიდმა ბრიტანეთმა ასევე ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს. სანქცირებულია რუსული ბანკები; რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები და თავად პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინიც. ამას გარდა, რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-დანაც გათიშეს, რითაც შეუზღუდეს გადარიხვების წარმოება. სანქციებს რუსეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები