მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოპულარიზაციისთვის სვანეთს რეკლამა ძალიან სჭირდება" - სასტუმრო მესტიაში

63e62f9ba83e4
ლიკა მეგუთნიშვილი
12.02.23 11:30
842
ბოლო წლებში სვანეთის ზამთრის ტურიზმი აქტიურად ვითარდება და მესტია სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარული ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის რჩეულ ადგილად იქცა. თუმცა როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, სვანეთს გაცილებით დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რისი სრულად ათვისებაც ვერ ხერხდება, რადგან რეგიონის პოპულარიზაციისთვის არაფერი კეთდება.

როგორც მესტიაში მდებარე სასტუმრო „ლამიჟის“ დამფუძნებელი, თამარ ნიგურიანი BMG-სთან აცხადებს, რეგიონის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებაა მნიშვნელოვანი, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

„სვანეთს, როგორც ზამთრის კურორტს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი რეკლამა სჭირდება. პოპულარიზაციის ნაცვლად სიტყვიერი პროპაგანდა გვაქვს. ჩვენი ტურისტი რომ მიდის აქედან კმაყოფილი ის მერე თავის მეგობარს ეუბნება და სვანეთის შესახებ ინფორმაცია სწორედ ასე ვრცელდება.

ჩვენ ხშირად ვეკითხებით ტურისტებს, საიდან იგებენ სვანეთის შესახებ და თითქმის ყველა გვპასუხობს, რომ მეგობარმა ან ახლობელმა უთხრა. ძირითადად, მთების მოყვარული ხალხი ერთმანეთს უზიარებს გამოცდილებას და აქედან გამომდინარე მოდის აქ ტურისტი, თორემ რეკლამა სვანეთს დიდად არ აქვს“, - აცხადებს თამარ ნიგურიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები