ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი პურის ფასის გაძვირებასა და რუსულ ხორბალზე საქართველოს დამოკიდებულებას ეხმიანება.
ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკის შეჩერებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც გაზარდა რუსული ხორბლის მოთხოვნა ჩვენ ბაზარზე, ამ ვითარებაში კი, საქართველოს უწევს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით იხელმძღვანელოს. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.
„ეკონომიკის გაჩერებამ და ლარის დასუსტებამ უფრო და უფრო მძიმე ვითარება შეუქმნა ჩვენ მეწარმეებს, ვინც საქართველოში ხორბალს და ფქვილს აწარმოებდა და ამან კიდევ უფრო გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, რასაც მივყავართ იქამდე, რომ პრაქტიკულად რუსეთის მიერ დაწესებული ფასით უნდა ვიხელმძღავნელოთ საქართველოში, რის გამოც ჩვენ მოქალაქეებს ასეთ საბაზრო პროდუქტზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა