მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროკრედიტ ბანკის“ დირექტორატში ცვლილებაა

6258290a8bbf5
ნინო ტაბატაძე
14.04.22 21:14
2223
„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა. გერმანული ბანკი გრიგოლ სალიაშვილმა დატოვა. შედეგად, ბანკი ოპერირებას 3 დირექტორით აგრძელებს.

ამ ეტაპზე საბჭოშია გენერალური დირექტორი ალექსი მატუა და დირექტორები: ზეინაბ ლომაშვილი და მარიტა შეშაბერიძე, რომელიც ბანკის მმართველ რგოლს მარტში შეუერთდა.

სალიაშვილი ფიზიკური პირების, მცირე ბიზნესის განვითარების, ელექტრონული საბანკო მომსახურების, პროცესების ორგანიზების, ადმინისტრაციისა და მარკეტინგის განყოფილებებს ხელმძღვანელობდა. ის დირექტორად 2021 თებერვალში დააწინაურეს, თუმცა მანამდე 2006 წლიდან "პროკრედიტის" გუნდის წევრი იყო.

"პროკრედიტი" ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. გერმანული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი  მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები