მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქალაქმა უნდა ისუნთქოს და ჩაბეტონების ტენდენცია შეჩერდეს" - მერი

6051b50857454
ინგა მურუსიძე
17.03.21 11:41
2583
"მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში",  - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მერი აცხადებს, რომ "ქალაქში მშენებლობების კუთხით ახალი კანონის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

„კანონის ამოქმედების პირველ თვეებში, პირველ წელს სამშენებლო ბიზნესისთვის შესაძლოა სასიამოვნო პროცესი არ იყოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, ერთ-ერთი შემადგენელი არის სწორედ მშენებლობები, რომელიც აქამდე რეგულაციების გარეშე იყო. 

პრობლემაა გამონაბოლქვი, თუმცა პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებთ. პრობლემა იყო ასევე წლების განმავლობაში რეკრეაციული ზონების გასხვისება და იქ მშენებლობების წარმოება. ჩვენ დავიბრუნეთ არაერთი ასეთი ტერიტორია და გაკეთდა პარკები, სკვერები. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. რა თქმა უნდა, მშენებლობას და განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გენგეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "ქალაქმა უნდა ისუნთქოს და ჩაბეტონების ტენდენცია უნდა შეჩერდეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები