მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართულ საბავშვო პროდუქციის მწარმოებლებს გასაღების ბაზრების პოვნა გვიჭირს" - ანცი

6230964e68218
მარიამ იზორია
21.03.22 08:29
705
საბავშვო ავეჯის, დეკორაციების, ხის სათამაშოებისა და აქსესუარების მწარმოებელ “ანცის” დამფუძნებელი ქეთი მესხი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ქართულ საბავშო ბრენდებს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა გაყიდვის ობიექტში შესვლა უჭირთ, რადგან არსებულ მაღაზიებში, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციას ყიდიან.

აღსანიშნია, რომ “ანცის” დამფუძნებელი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პირველ ბრენდულ მაღაზიას ხსნის, სადაც გარდა “ანცის” პროდუქციისა, სხვა ქართველი მეწარმეების ბრენდები გაიყიდება.

“საკუთარი გამოცდილებით, ქართულ საბავშვო პროდუქციის მწარმოებლებს გასაღების ბაზრების პოვნა გვიჭირს, რადგან აქ არსებულ მაღაზიებში იმპორტირებულ პროდუქტს ყიდიან და მათთვის ქართული წარმოება პრიორიტეტი არ არის. ეს იმიტომ, რომ აქ წარმოება ძვირია, ვერ ადებენ დიდ ფასნამატს, გვთავაზობენ პირობითად 70%-იან ფასდაკლებებს, რასაც ვერ ვაკეთებთ, რადგან ამხელა მარჟა არ გვაქვს. პრობლემაა მცირე წარმოებაც. ამასთან, ნედლეული საქართველოში არ იწარმოება და შემოტანა გვიწევს, ხშირად აქ ხესაც ვერ ვშოულობთ.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, შარშან პირველი ექსპორტი ამერიკაში განვახორციელეთ. ექსპორტის ნაწილში მთავარი პრობლემა ტრანსპორტირების ხარჯია, ყოფილა შემთხვევა, რომ პროდუქციაზე ძვირი ტრანსპორტირების ფასი ყოფილა, ამის გამო კი პარტნიორებს შეკვეთა გაუუქმებიათ”, - ამბობს “ანცის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის: “ანცი” ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია თავდაპირველად მხოლოდ საბავშვო კარვებს აწარმოებდა. “ანცი” ნედლეულის იმპორტს თურქეთიდან ახდენს, მზა პროდუქციას კი ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები