მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

62d5179e498f0
მარიამ ვარადაშვილი
18.07.22 12:25
580

პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში “ქართული ოცნება” მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, რიგგარეშე სესიაში ისეთი საკითხები განიხილება, რომლებზეც საკომიტეტო მოსმენა არ გამართულა. მეორე მიზაზად მან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო ცვლილებები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ევროკომისიის მიერ დასახელებულ შესასრულებელ პუნქტებს არ შეესაბამება.  

რიგგარე სესიის დანიშვნის განკარგულება ზურაბიშვილმა 15 ივლისს გამოსცა. მანამდე პრეზიდენტს სხდომის მოწვევის თხოვნით ოპოზიციამ მიმართა. დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით უნდა გაიმართოს:

 

1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07- 3/92);

 

2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71);

 

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96);

 

4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106).

ოპოზიციური პარტიების განცხადებითვე, სესიის მოწვევის მიზანი ევროკომისიის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაა. "ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენ მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება”,-ეწერა განცხადებაში. 

ვრცლად ნახეთ აქ:

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები