მოძრაობა „ხალხის ძალას“ პარლამენტში კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. როგორც მოძრაობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, მათ გუნდს შეუერთდნენ ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
გარდა ამისა, დღესვე გახდა ცნობილი, რომ მოძრაობას შეუერთდნენ ექსპერტები: იოანე შაიშმელაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, ნუკრი შოშიაშვილი, ნიკა ქობულაძე, ოთარ ჭულუხაძე და ზურაბ ქადაგიძე.
„აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარძემ შეიძინა ტელეკომპანია „პოსტივის“ 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, რომ საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მოძრაობა აქტიურად მუშაობს რეგიონებში, გაფართოებისთვის.