ქუთაისში სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელი მერაბ გოგონაძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ქუთაისის აეროპორტის გაჩერებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ტურიზმის ინდუსტრია და მისი ყველა მიმართულება.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას მერაბ გოგონაძე განმარტავს, მათი სასტუმრო 99%-ით დამოკიდებული იყო უცხოელ ტურისტებზე, რომელიც ქვეყანაში სწორედ ქუთაისიდან ხშირ შემთხვევაში Wizzair-ით ჩამოდიოდნენ.
„აეროპორტის გაჩერება არ იყო მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების გაჩერება, რა თქმა უნდა იქ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო დასაქმებული და "ვიზეარის" ბაზა ცალკე იყო მიბმული, მაგრამ ამ აეროპორტმა ქუთაისის მიმართულებით გახსნა უამრავი ბიზნესი რესტორნებით დაწყებული მაღაზებით გაგრძელებული. სასტუმრობზე რომ აღაფერი ვთქვათ, ფრენების შეჩერებამ ისეთი ბიზნესები აზარალა, როგორიც არის მაგალითად ტაქსის მძღოლები, რომლებიც ძალიან დაკავებულები იყვნენ ზაფხულში. შესაბამისად, ეს ყველაზე აისახება და ეს ძალიან დიდი ჯაჭვია იმ ადამიანებისა, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულში ამ მიმართულებით არიან დასაქმებულები“, - განაცხადა მერაბ გოგონაძემ.