მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაც 12 წლის წინ დავიწყე, ახლა ხელახლა ვიწყებ ’’ - ვატო ასათაშვილი ტურიზმის გამოწვევებზე

634ebc4a52893
თინათინ ნატმელაძე
19.10.22 10:10
468
ტურისტული კომპანია "ჰელისკი ჯორჯიას’’ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა "საქმიან დილაში" საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნიდან სერტიფიცირებული კადრების აქტიურად გადინება ტურიზმის სექტორს 12 წლის წინ განვლილი გზის ხელახლა გავლას აიძულებს.

"კადრების გადინება არის კატასტროფული, საქართველოში აღარავინ დარჩა, სერტიფიცირებული ადამიანები მიდიან და უწევთ აბსოლუტურად სხვა პროფილით საზღვარგარეთ მუშაობა.

მსურველებიც კი, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება აინტერესებდეთ რაღაცის გაკეთება, საქართველოში მომავალს ვერ ხედავენ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ კარიერული და ფინანსური დაინტერესებით რაღაც დროით დავტოვოთ ისინი საქართველოში.

აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმისთვის, რომ არ დავიხუროთ და არ შევწყვიტოთ მუშაობა, გადავწყვიტეთ, რომ ნაკლებად კვალიფიციური კადრები გადავამზადოთ, ამით ორიენტირებას ვაკეთებთ 2024-2025 წლებზე, რომ მინიმუმ ის მაინც შევძლოთ, რომ კადრები შევინარჩუნოთ და ახალი კადრები გადავამზადოთ. ეს, ცხადია, სრული სიგიჟეა, რადგან ჩვენ ინვესტიციას ვაკეთებთ მომდევნო სამ წელზე და პირველი უკუგება გვექნება 2024-ში, საუბარია 2023 წლის ზაფხულზე და 2024 წლის ზამთარზე", - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

ასათაშვილი BM.GE-სთან ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 2019 წლის მსგავსად, ოპერირების რესურსი არ აქვს.

"მე რომ მაგალითად მიმდინარე ზამთრის სეზონზე მქონდეს ისეთივე დაკვეთები, როგორიც მქონდა 2019-ში, ფიზიკურად ვერ შევასრულებ, იმიტომ რომ არ არის რესურსი", - აცხადებს ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები