მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც უფრო დავცილდებით რუსეთს, მით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით" - რესტორატორი

6491c5bdb1f57
გიგა ბენია
21.06.23 21:21
3829
„რუსეთიდან შემოსული ტურისტები, ტურიზმის განვითარებას ვერ დაეხმარებიან“, -ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომელმაც რუსეთთან ფრენების აღდგენა შეაფასა.

როგორც შოთა ბურჯანაძემ BMG-თან აღნიშნა, რუსეთის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ქართულ ტურიზმზე 2019 წელს უკვე აისახა და ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება არასწორია.

„პირდაპირი ფრენები ყოველთვის ხელს უწყობს ტურისტების ზრდას, მაგრამ რუსეთიდან იქნება თუ არა ხელშემწყობი და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, ცალსახა პასუხი ნამდვილად არ არის - კი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ შესაძლებლობას, რომ რუსეთი ჩვენთვის სასურველი ქვეყანაა და შესაბამისად, იქიდან წამოსული ტურიზმი შექმნის უკეთეს პირობებს. ჩემი აზრით, რუსი ტურისტი ვერ შექმნის დადებით გარემოს საქართველოს რეალობაში, გამომდინარე იქიდან, რომ მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არაერთგვაროვანია, რისი გამოცდილებაც უკვე მივიღეთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველო და ქართული ბიზნესი რუსეთის ფედერაციას მაქსიმალურად ჩამოშორდეს.


„რაც უფრო დაშორდება ნებისმიერი სფერო რუსეთს, უკეთეს გარემოში ვიცხოვრებთ და უკეთესი პერსპექტივა ექნება ქვეყნის განვითარებას. რაც უფრო დავცილდებით რუსეთს, მით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები