მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენიმე საექსპორტო შეკვეთა გვქონდა" - რომელ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე "დელტა"-ს პროდუქცია?

6471101b67b29
ალა ისპირიანი
26.05.23 23:55
801
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" დღეს, 26 მაისის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე, სამხედრო ტექნიკით, სამოსით და იარაღით იყო წარმოდგენილი.

როგორც “დელტას” საკონსტრუქტორო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეიმურაზ პულუზაშვილმა BMGTV-სთან განაცხადა, ყოველი წლის 26 მაისს მათ პროდუქტი ღონისძიებაზე გამოაქვთ, წელს კი „დიდგორის“ რვა სხვადასხვა მოდიფიკაციაა გამოტანილი.

„მათ შორის გამოტანილი გვაქვს ახალი ჯავშანმანქანა „დიდგორის“ რიგით მე-10 მოდიფიკაცია. სამეთაურო საშტატო მანქანა „დიდგორი“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის გათვალისწინებით არის შემუშავებული - უახლოეს მომავალში ეს მანქანა და ამავე მოდელის სხვა მანქანები ქართულ ჯარს გადაეცემა. ჯამში, დღეს წარმოდგენილია დიდგორის 8 სხვადასხვა მოდიფიკაცია, როგორც საბრძოლო, ასევე სამედიცინო, კავშირგაბმულობის და სამეთაურო-საშტაბო“, - განაცხადა თეიმურაზ პულუზაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, „დელტას“ მიერ წარმოებულ საექსპორტო პროდუქტზეც და თქვა, რომ რამდენიმე შეკვეთა უკვე ჰქონდათ:“„დელტას“ რამდენიმე საექსპორტო შეკვეთა ჰქონდა, მათ შორის საუდის არაბეთთან და ინდონეზიასთან. კიდევ რამდენიმე პოტენციური სახელმწიფო მოიაზრება, როგორც ჩვენი ტექნიკის შესაძლო მყიდველი“.

რაც შეეხება პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, მან ეს ნაწილი დადებითად შეაფასა.

„მანამ ჩვენი მანქანა საუდის არაბეთში ოფიციალურად გაიყიდებოდა იქ იყო გამოცხადებული სპეციალური ტენდერი, რომელშიც 6 სხვადასხვა კომპანია, მათ შორის „დელტა“, ნებულობდა მონაწილეობას. ის კომპანიები ჩვენზე გაცილებით ცნობილები, სამხედრო ტექნიკის უფრო დიდი გამოცდილებით და შეძლებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა პულუზაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯავშანტექნიკასთან ერთად 26 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „დელტას“ სხვადასხვა ნაკეთობებიც იყო წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები