ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, რომელსაც პარლამენტი გასული თვის განმავლობაში განიხილავდა, 2022 წლისთვის 18.4 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. სავარაუდოდ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
"დღეს, 5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში შემოიტანს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის:
მიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს.
2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით.
დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე.
მთავრობის ვალი მშპ-ის 52.2 %-ია.
არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი.
მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას,"- წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
არსებული მდგომარეობით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის 18.4-მილიარდიანი ასიგნებები ასე ნაწილდება:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5.94 მილიარდი ლარი, 2021 წელთან შედარებით კლება 151 მილიონი ლარი. სამინისტროს შიგნით თანხები ასე ნაწილდება:
● მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა - 2.88 მილიარდი ლარი, დოკუმენტის თანახმად, 70 წლამდე პენსიონერებისთვის საბაზისო პენსია - 260 ლარი, 70 წელს ზემოთ კი 300 ლარი იქნება.
● სოციალურად დაუცველთა დახმარება - 983 მილიონი ლარი;
● COVID-19-ის მართვა 500 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 310 მლნ ლარი;
● საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - 820 მილიონი ლარი;
● იმუნიზაცია - 50 მილიონი ლარი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2.84 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 323 მილიონი ლარი;
განათლების სამინისტრო - 1.64 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 113 მილიონი ლარი - დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია 2022 წლიდან პედაგოგების საბაზისო ხელფასების 100 ლარით ზრდა.
კულტურის და სპორტის სამინისტრო - 343 მილიონი ლარი; კლება 2021 წელთან 8.6 მილიონი ლარი;
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 577 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 51 მილიონი ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით;
იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 268.4 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 28 მილიონით ნაკლებია;
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 175.5 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 5 მილიონით მეტია;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 918.0 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 12 მილიონით ნაკლებია;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 800.0 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტია.