მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა საქმე არბიტრაჟამდე მიდის, დომინოს ეფექტს იწვევს პოტენციურ ინვესტორებზეც" - გიგა ბედინეიშვილი

6394b87871810
მარიამ იზორია
10.12.22 21:09
1223
როგორ აისახება საარბიტრაჟო დავები საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე? - გადაცემა „ანალიტიკის“ ამ შეკითხვას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი პასუხობს.

მისი შეფასებით, დავების რაოდენობა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება წინააღმდეგობრივია და ინვესტორებისთვის არბიტრაჟში წაგება/მოგება უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, რადგან არბიტრაჟამდე მიტანილი საქმე უკვე ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პროექტი „მკვდარია“.

ბედინეიშვილის თქმით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდება, საერთაშორისო დავები კი სწორედ ინვესტიციების მოზიდვას უშლის ხელს.

„დავების რაოდენობა გვაჩვენებს, რომ ძალიან წინააღმდეგობრივია ქვეყანაში ბიზნესის წარმოება და ინვესტორებისთვის არბიტრაჟში მოგებული საქმე შვება არ არის. არბიტრაჟამდე, როცა მიდის საქმე ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი მკვდარია და მისი აღდგენა შეუძლებელია.

ძალიან გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რადგან ჩვენს ქვეყანას პატარა, ღია ეკონომიკა აქვს და მუდმივად გვექნება დეფიციტი. ამასთან, პირდაპირ ინვესტიციებს სხვადასხვა განვითარება მოყვება თან. ზუსტად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ურტყამს ასეთი საქმეები, საქმე როცა არბიტრაჟამდე მიდის დომინოს ეფექტს იწვევს მომავალ პოტენციურ ინვესტორებზე. ეს პირდაპირი წითელი ალამია ინვესტორებისთვის, რათა საქართველოში ფულის ჩადება განიხილონ“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საარბიტრაჟო პროცესში არის ჩართული, მათგან უმსხვილეს შვიდ დავაში მოთხოვნილი სადავო თანხის მოცულობა $2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები