მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როგორც არ უნდა გვიჭირდეს, აუცილებლად გავაგრძელებთ განვითარებას“ - პუტინი

62220886c8005
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 16:44
2306
რუსეთის პრეზიდენტმა ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს და მისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უფრო გაძლიერდება.

„როგორც არ უნდა გვიჭირდეს, აუცილებლად გავაგრძელებთ განვითარებას, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის ჩვენს არქტიკულ ტერიტორიაზე და შორეულ აღმოსავლეთში“, - თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სახალინისა და კურილიის კუნძულებისთვის ახალი თანამედროვე ბორნების მშენებლობა აუცილებლად დასრულდება.

რუსეთის პრეზიდენტმა უცხოელი პარტნიორების ერთობლივი პროექტებიდან გასვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით რუსეთს გარკვეული ზიანი მიადგება, თუმცა საბოლოოდ ქვეყანა ამ სირთულეებს გაუმკლავდება და მოგებულიც დარჩება. პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი ბორანი საერთაშორისო კომპანიებში აშენდა, ხოლო რუსეთის საკონსტრუქციო ბიუროში რუსული ინოვაციების გამოყენებით დაპროექტდა.

„ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ და მზად ვართ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ თუ ვინმეს არ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა ერთიანი კოოპერაციის პირობებში და ამით თავის თავს აყენებს ზიანს, ის ზიანს ჩვენც მოგვაყენებს, მაგრამ რაში? ჩვენ ზოგიერთი პროექტის მარჯვნივ გაწევა და დამატებითი კომპეტენციის შეძენა მოგვიწევს, როგორც ამას სხვა პროექტების შემთხვევაში ვაკეთებდით, მათ შორის ავიაციაში", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები