მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიოში კარგი თანაარსებობისთვის"- შოლცი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებაზე

64b5a69cdebf7
ალა ისპირიანი
18.07.23 00:32
427
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განაცხადებით, მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი მთელ მსოფლიოს ცუდ გზავნილს უგზავნის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებლობას არ გრძნობს მსოფლიოში კარგი თანაარსებობისთვის.

„ის ფაქტი, რომ რუსეთს არ სურს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება, ცუდი გზავნილია, მაგრამ ყველა მიხვდება, რა დგას ამის უკან. კერძოდ, ის, რომ რუსეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიოში კარგი თანაარსებობისთვის“, – განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, უსეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურმა მდივნმა ანტონიო გუტერეშიმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები