ასოციაცია აღნიშნავს, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სანქცირებულ რუსულ ბანკებს საქართველოს ეროვნული ბანკი შეზღუდვებს არ უწესებს, რაც ასოციაციის თანახმად სიცრუეს წარმოადგენს. ასოციაცია აღნიშნავს, რომ ქართული ბანკებიც თავისმხრივ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ.
"ვუერთდებით საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას და საბანკო ასოციაციის სახელით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე დღეებში სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
საქართველოში არსებული კომერციული ბანკები განუხრელად მოქმედებენ საერთაშორისო რეზულიციებით განსაზღვრული სტანდარტების და სანქციების შესაბამისად.
საბანკო სექტორი ქვეყნის ლიდერი სექტორია, წლების მანძილზე, მისი სიძლიერის და მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ საერთაშორისო ნორმების, პრაქტიკებსა და სტანდარტების განუხრელი დაცვაა.
დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,"- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.