მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული თვითმფრინავი რუსული გემის მიმართულებით უნდა წავიდეს" - დღეს, პარლამენტთან აქციაა

6467493f5ed64
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 14:17
1070
რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს 20:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია. ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავი დაეშვებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, აეროპორტში გამართული პროტესტი გაგრძელდება, რადგან ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს თვითმფრინავი რუსული გემის მიმართულებით უნდა წავიდეს. ხოშტარიას შეფასებით, ამ რეისებით არა ქართველები, არამედ ის ადამიანები ჩამოდიან ვინც, მოღალატეები არიან.

„შეუძლებელია, რომ რეისების აღდგენა, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, რა ფორმითაც გააკეთეს, ვიღაც რუსი მოღალატეები მადლობას უხდიან პუტინს ჩვენი სახელით, შეუძლებელია ამას რეაქცია არ მოჰყვეს, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ და ამ პროტესტს გამოვხატავთ. ასევე საღამოს 20:00 იქნება აქცია პარლამენტთან, ამიტომ პროტესტი გარდაუვალია, ეს არის ერთ-ერთი პროტესტი დღეს საღამოს 20:00 საათზე, აუცილებლად პარლამენტთან იქნება შეკრება და დღეს აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმას, რომ ეს თვითმფრინავი უნდა წავიდეს რუსული გემის მიმართულებით" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები