აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდეს.
კელი დეგნანის თქმით, ამ მოსმენით გაირკვეოდა, რა დახმარება სჭირდება სააკაშვილს.
მას ასევე თქვა, რომ აშშ-ის საელჩო სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს თვალყურს ყურადღებით ადევნებს და მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და ამ დროს ფოკუსი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ სააკაშვილი ან ნებისმიერი ამ პოზიციაში, მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდეს. ჩვენ ვთქვით და ბევრმა თქვა, მათ შორის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
ამ მოსმენით გაირკვეოდა, რა დახმარება სჭირდება სააკაშვილს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსმენები გაგრძელდეს. გადადების დრო არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.




























