მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სისტემისთვის დიდ პროექტს ვამზადებთ" - CALEN AI-ს გეგმები

63a9a53587cc0
მარიამ იზორია
26.12.22 22:00
765
CALEN AI საბანკო სისტემებისთვის პროექტს ამზადებს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ირაკლი ბესელიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, CALEN AI ხმის ბიომეტრიის ფუნქციონალზე მუშაობს, რათა სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ, ადამიანის იდენტიფიცირება ხმით მოხდეს.

მისივე თქმით, სტარტაპის გეგმაა 2023 წელს 300 ქართველი მომხმარებელი ჰყავდეს.

„საბანკო სისტემისთვის ვამზადებთ დიდ პროექტს, ეს იქნება ხმის ბიომეტრიის ფუნქციონალზე დაფუძნებული პროდუქტი. როცა ადამიანი კონკრეტულ ბანკში დარეკავს, მისი იდენტიფიკაცია მოხდება ხმით. ეს ქმნის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს.

სიახლეებს შორის არის ისიც, რომ იანვარში ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდთან დავიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენი გეგმაა 300 ქართველი მომხმარებელი გვყავდეს. მათ შორის მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესები მოვიზიდოთ“ - ამბობს CALEN AI-ს დამფუძნებელი.

CALEN AI პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტია. ეს არის რობოტი, რომელიც მომხმარებლის შეკითხვებს პასუხობს, ანუ იმ კომპანიებში თუ დარეკავთ, რომლებსაც CALEN AI-ს სისტემა აქვთ დანერგილი შესაძლებელია, მაგალითად, ნებისმიერი სერვისი ადამიანის ნაცვლად ხელოვნურმა ინტელექტმა დაგიჯავშნოთ. ამ შეთავაზების ღირებულება ბიზნესებისთვის 50 დოლარიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები