მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საცალო ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის მონახაზი მზად მალე იქნება" - ლექვინაძე

6421b627e70f2
გიგა ბენია
27.03.23 19:50
748
"საცალო ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი მზად მალე იქნება", - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო პროექტზე კოორდინირებულად მუშაობენ.

“აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროექტის შემუშავებაში და ძალიან მალე პროექტის მონახაზი მზად იქნება. ვფიქრობ, ეს ეკონომიკის სამინისტროზეა დამოკიდებული და მათ უნდა ჰკითხოთ კონკრეტულად როდის იქნება მზად. ვიცი, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორთან და პროექტის შემუშავების პროცესში ისინიც ჩართულები არიან”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, ქსელურ მაღაზიებში პირველადი მოხმარების პროდუქცია უკვე გაიაფდა. მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება.

“დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი შეხვედრების შედეგია ის, რომ პირველი განცხადებიდან დღემდე, სხვადასხვა რითეილ ქსელში ბევრი აქცია გვაქვს და ეს არის ერთგვარი კომპრომისული შედეგი. დღეს პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია” , -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

თებერვალში ეკონომიკური გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები