მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საჭიროა მეტი შემოძახილი, რომ აცრა არის მთავარი" - ამირან გამყრელიძე

61320446e9434
ინგა მურუსიძე
03.09.21 15:18
626
"საჭიროა მეტი შემოძახილი, რომ აცრა არის მთავარი", - ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბრის პირველ დღეებში აცრების რაოდენობა შენარჩუნებულია, თუმცა პირველი დოზით აცრებზე ჯავშნები მცირდება და საჭიროა, კიდევ უფრო მეტი შემოძახილი, რომ აცრა არის მთავარი და სექტემბერ-ოქტომბერი კრიტიკულია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რათა ეპიდემია სწრაფად შევაჩეროთ ქვეყანაში.

"წავიდეთ და ავიცრათ ყველა, რადგან სრულად აცრილი 1000 ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ავიცრათ, ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი შენატანი პანდემიასთან ბრძოლაში. სექტემბერი და ოქტრომბერი არის კრიტიკული აცრის მხრივ. აგვისტოში ჩავატარეთ 715 ათასამდე აცრა, ეს ივლისთან შედარებით სამჯერ მეტი იყო, თუმცა საკმარისი არ არის. დღიურად 30 ათასამდე აცრის ჩატარება არის აუცილებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები