მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა მთაში მეტი ინვესტიციის განხორციელება" - ღარიბაშვილი

62d292f65344b
მარიამ ვარადაშვილი
16.07.22 14:19
854

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალმთიან რეგიონში ინვესტიციების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთიან რეგიონებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ამის შესახებ მან თუშეთში, ომალოში მთის კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეიმიერმა ისიც აღნიშნა, რომ თუშეთში გზა წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში იკეტება და გადაადგილება მხოლოდ ვერტმფრენების საშუალებით ხდება. 

“ჩვენი სურვილია თუშეთში ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, საჭიროა მთაში მეტი ინვესტიციის განხორციელება და მეტი ყურადღების მიქცევა. გახსოვთ, რომ ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ და დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებლებისთვის. თუმცა ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები