მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჩივრები უმეტესად როგორც “სილქნეტის”, ასევე “მაგთიკომის” მიმართ შემოდიოდა" - კომუნიკაციების ომბუდსმენი

62a314eae0da0
თათია კაკიაშვილი
10.06.22 21:25
1889
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ დღეს სამსახურის 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან პრეზენტაციაზე მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა და საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები, საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები და მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებებიც წარადგინა.

“წელს პირველი ადგილი უკავია დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გასულ წელს, საჩივრები უფრო მეტად უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებით შემოდიოდა. რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენი მიზანია, სატელეკომუნიკაციო სფეროში უფრო მეტი მომხმარებლის უფლება იქნას მაღალ დონეზე დაცული და სწორედ ამ მიზნით არაერთი პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება საჩივრებს, ისინი უმეტესად შემოდიოდა როგორც “სილქნეტის”, ასევე “მაგთიკომის” მიმართ. ამის თაობაზე სტატისტიკური მონაცემები ანგარიშში დეტალურადაა ასახული,” - განაცხადა გვანცა ჩხეიძემ.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2020-2021 წლებში სამსახურში შემოვიდა სულ 971 საჩივარი, მათგან 807 დაკმაყოფილდა. ამასთან, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე; მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობაზე; სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები