მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგადასახადო რეჟიმი უნდა იყოს მიმზიდველი" - როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი?

641ff9df51608
მარიამ იზორია
26.03.23 15:09
798

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კაპიტალის ბაზრის მრჩეველი BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საუბრობს. 

გია ამაზაშვილის განმარტებით, საქართველოში ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სფეროს ეხება მეტნაკლებად კარგია, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია, რათა საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს. ამისთვის კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად საგადასახადო რეჟიმის მიმზიდველობა დაასახელა. 

"ნეიტრალური რეჟიმის შემთხვევაში, ისევე იბეგრება, როგორც სხვა ერთეული და თუ ჩვენ განვითარება და ამ სფეროსთვის ხელის წაკვრა გვინდა ნეიტრალური და ნელთბილი რეჟიმი ამას ვერ უშველის, ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა რომ საერთაშორისო ინვესტორის თვალი მივიტაცოთ. ასევე მნიშვნელოვანია ფონდისთვის ბუღალტერია რამდენად ადმინისტრირებადია. ასევე მნიშვნელოვანია გადასახადები -საგადასახადო რეჟიმი უნდა იყოს მიმზიდველი.

საქართველო უნდა გახდეს კონკურენტული - მთავარი მიზანი უნდა იყოს ეს. ჩვენ პატარა ბაზარი ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავხდეთ მისამართი მსოფლიო ინვესტორისთვის, ასევე პროფესიული სექტორისთვისაც,“ - აღნიშნავს გია ამაზაშვილმა. 

წამყვანის შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით ინვესტიციები გია ამაზაშვილი ასე პასუხობს:

„უნდა გავხდეთ კონკურენტული ეს არის მთავარი. კონკურენცია არის მძაფრი ამ სფეროში, როგორც წესი პატარა ქვეყნებს ერთადერთი შანსი აქვთ ამ სფეროს განვითარების და ამ სფეროს განვითარება იწვევს მთლიანად ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ საგადასახადო რეჟიმი უნდა იყოს მიმზიდველი. საერთაშორისო ინვესტორების ყურადღებას სჭირდება მიდგომა. მეორე მხრივ სამუშაოა იმაზეც თუ რამდენად ადვილად ადმინისტრირებადია ბუღალტერია და გადასახადები ქვეყანაში,“ - განმარტავს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კაპიტალის ბაზრის მრჩეველი.



შეგახსენებთ, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარებაა.


დღისათვის სებ-ის, საინვესტიციო ფონდების რეესტრში 5 საინვესტიციო ფონდია რეგისტრირებული, რომელთა მართული პორტფელის ჯამური მოცულობა 92 000 000 ლარს შეადგენს. ეს ფონდებია:

- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1"
- სს "ფორსაით კაპიტალი"
- სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
- შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია"
- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები