მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკარანტინე სივრცედ 215 სასტუმრო გადაკეთდა... სამუშაო შეინარჩუნა 3620-მა ადამიანმა"

5fd74089d08b6
ინგა მურუსიძე
14.12.20 14:59
582
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საკარანტინე სივრცეების პროგრამით 215-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ მან 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ თქვა, საკარანტინე სივრცეების პროგრამის დახმარებით, ჯამში, სასტუმროებში დასაქმებულმა 3 620-მა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა.

„ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელი ვართ საკარანტინე სივრცეების მართვასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე საკარანტინე სივრცეების მიმართულებით. ამ თვეებში საკარანტინე სივრცეები 133 767 ადამიანს მოემსახურა. პროგრამაში დღემდე 215-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. ეს ნიშნავს ადამიანების დახმარებას -  3 620-მა დასაქმებულმა შეინარჩუნა სამსახური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობამ covid-19-ის პანდემიის პერიოდში გამარტივებული წესით 200 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო რესურსი დახარჯა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებასა და საწოლფონდის მობილიზებაზე. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამ ხარჯების ეფექტიანობას შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები