მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამომავლოდ წარმოების საქართველოში გადმოტანას განვიხილავთ" - "წელწინდას" გეგმები

622b5e7ec3381
მარიამ იზორია
20.03.22 23:08
1971
ბაზარზე ახალი სტარტაპი "წელწინდა" გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სოციალურ თემატიკაზე შექმნილ 8 დიზაინის წელწინდას სთავაზობს.

სტარტაპის დამფუძნებელი სოფო თოფურია bm.ge-სთან ამბობს, რომ დიზაინები საქართველოში იქმნება, შესაბამისი ტექნოლოგიებისა და დაზგების არ ქონის გამო კი წარმოების პროცესი, ჯერჯერობით, საზღვარგარეთ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამომავლოდ წარმოების საქართველოში გადმოტანა, ექსპორტის გააქტიურება და წელწინდის AMAZON-სა და eBAY–ზე განთავსება იგეგმება. წელწინდას ფასი 50 ლარია. პროდუქტი ადგილობრივი ბაზრის გარდა, უკრაინასა და აზერბაიჯანში იყიდება, თუმცა საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში გაყივდები შეჩერებულია.

“ბაზარზე 2021 წლის დეკემბერში გამოვჩნდით. თითოეულ წელწინდაზე გამოსახული პრინტი სოციალური პრობლემის შინაარსის იდეას ატარებს, ზოგიერთი მათგანი ფემიციდს, ოკუპაციასა და ჰომოფობიას შეეხება. ქართველი მომხმარებელი იმაზე მეტად დაინტერესდა ჩვენი პროდუქტით ვიდრე ველოდით, ზოგადად ამბობენ, რომ ქართველებს ჭრელი სამოსის ტარება არ უყვართ, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

ჩემი გეგმა წარმოების საქართველოში გადმოტანაა, ამისთვის უპირველესად ექსპორტის გააქტიურება და წელწინდას Amazon-სა და eBAY-ზე განთავსებაა საჭირო, ამის შემდგომ შევძლებ საჭირო დანადგარების შეძენას”, - ამბობს სტარტაპერი.