მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაში" გაწევრიანება რუსეთისთვის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო – რას ნიშნავს ეს?

62247d4037123
ლიკა გურაბანიძე
06.03.22 14:00
655
“სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ” რუსეთს კანდიდატი წევრობის სტატუსი შეუჩერა– ამის შესახებ ერთობლივი განცხადება საქართველოს სამთო გამყოლთა ორგანიზაციებმა საქართველოში უკრაინის საელჩოსთან გააკეთეს.

როგორც სამთო გამყოლთა ასოციაციის წარმომადგენელმა დავით რაქვიაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, ისინი რუსი ტურისტების მომსახურებას წყვეტენ და მიმართავენ რუს გამყოლებს, არ ჩამოვიდნენ საქართველოში.

“ასეთი სახის ჟესტი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ორ რამეს ემსახურება: მორალური მხარდაჭერის დაფიქსირებას უკრაინის მიმართ და კონკრეტული ფასის დადებას რუსეთის ქმედებებზე, ვისაც როგორ შეუძლია ამას ისე აკეთებს. რუსეთს "სამთო გამყოლთა ასოციაციის" კანდიდატი წევრის სტატუსი აქვს და მან ეს სტატუსი 10 წლის წინ მიიღო, ჯერ კიდევ სრულფასოვანი წევრი არ არის. სრულფასოვანი წევრობისთვის, ორგანიზაციამ ტექნიკური ბარიერი უნდა გადალახოს და მომზადების კონკრეტულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

ფედერაციის წევრობა ბევრ რამეს გაძლევს, ეს ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის აღიარებას შენს სფეროში და გამოცდილების გაზიარებას. ამ სტატუსის მფლობელ გამყოლებს აქვთ უფლება, ამ ორგანიზაციის წევრ 27 ქვეყანაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იმუშაონ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანდიდატი წევრობა კი, რაც რუსეთს ჰქონდა, გარკვეულ პროცესებში ჩართვის უფლებას უკვე ანიჭებდა და ქვეყანას საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებოდნენ. ამ აქტით, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანება რუსეთისთვის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო” - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

“სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ” საქართველოს კანდიდატი წევრობის სტატუსი 1994 წლიდან მიანიჭა, ხოლო მისი წევრი 2021 წელს გახდა. ასოციაცია ევროპის 27 ქვეყანას აერთიანებს და მათ შორის უკვე საქართველოცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები