მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციების კონტროლისთვის კომერციულ ბანკებში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს" - მესტვირიშვილი

645b63fef07a7
თინათინ ნატმელაძე
10.05.23 13:17
393
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა ქართული ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სანქციები აკონტროლს. ასე უპასუხა მესტვირიშვილმა BMG-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან, აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს.

ჩვენ ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და ზოგმა კომერციულმა ბანკებმა ამისათვის დამატებით კადრებიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა მედიასთან საუბრისას.