მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" "ქართული ნატურალური პროდუქტების" 50%-იან წილს აუქციონზე ყიდის

63077d3ba4c9d
ნინო ტაბატაძე
25.08.22 18:12
1087
„საპარტნიორო ფონდი“ ბელარუსში რეგისტრირებულ შვილობილში წილის გასხვისებას კიდევ ერთხელ  შეეცდება.

აუქციონზე, რომელის 11 სექტემბერს დასრულდება, „ქართული ნატურალური პროდუქტების“ 50%-იანი წილი იყიდება. წილის გასხვისების შემდეგ კი, ფონდის მფლობელობაში 40% დარჩება.

კომპანიის წილის საწყისი ფასი შეადგენს 1 034 082.56 ლარს ($366 800 ), ვაჭრობის ბიჯი კი, 10 000 ლარია. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი   $655 000 დოლარის ეკვივალენტი იყო ლარში, რაც მაშინ 2 მლნ-ს აღემატებოდა. 

„ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის რესპუბლიკაში ალკოჰოლის იმპორტის კვოტებს ფლობს. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას  მინსკში 2019 წლიდან გახსნილი აქვს „ქართული სახლი“, რომლის მეშვეობით ბელარუსის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ახდენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები