მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკანაა კანდიდატის სტატუსის მოპოვების კუთხით" - მარკ რუტე

62b4a8a207d5d
თამთა ჯიჯავაძე
23.06.22 21:53
658
„სამივე ქვეყანას - უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აქვთ ევროპული პერსპექტივა, თუმცა ამასთანავე, სამივე მათგანს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით - საქართველოს“, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას და მოლდოვას საქართველო ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.

„კომისია ძალიან მკაფიოა ამ საკითხში და ვფიქრობ, ჩვენ მივყვებით რეკომენდაციას, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს პროგრესის იმ დონეს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მათთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოტენციალის კუთხით. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა - ცარიელი.

ვიმედოვნებ, ხალხი ხედავს, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ამბიციებს, მაგრამ დამატებით ეუბნება - ცოტა მეტი უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა მარკ რუტემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს განიხილავენ. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები