მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ დაანახა სად დგას და რა უნდა... ახლა პარტნიორებს უნდა გავაგებინოთ, რომ მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იყოს"

640a0f1b2445e
ალა ისპირიანი
09.03.23 20:32
680
"საქართველომ დაანახა სად დგას და რა უნდა... ახლა ჩვენ პარტნიორებს უნდა გავაგებინოთ, რომ მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის მიერ ე.წ აგენტების კანონის გამოთხოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვაში თქვა. 

მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მისი მოსაზრებით ხალხის დამსახურებაა. მან ასევე თქვა, რომ ევროპულ გზაზე ქართქველი ხალხის გვერდზე იდგება.

პრეზიდენტის თქმით, ახლა, როდესაც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, მას მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს და ექნება, რადგან საქართველომ პარტნიორებს დაანახა სად დგას და რა უნდა, ახლა კი მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს.

„მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიერ, რომ გამოიწვია ეს კანონი, მისგან არის გადაწყვეტილება რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა ის რაც თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. ის ერთიანობა. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, არ შეიძლება მთავრობამ და პარლამენტმა ხალხის ხმა, ხალხის ნება არ გაითვალისწინოს.

ეს ხალხის მება არაჩვეულებრივად გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე საზღვარგარეთ მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება.

ეს ამავდროულად პირველი ნიშანი იყო დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს გაერთიანება ნებისმიერ ეტაპზე გამოიხატება ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე თქვენს გვერდით ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც უნდობლობა ამ გზაზე.

ნუ გეშინიათ რას იზამენ რომელ კანონს გაიტანენ ან შემოიტანენ, ნებისმიერ კანონს და მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენ ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო, რადგან ამ ვეტოს უკან თქვენ დგახართ. მე ვარ თქვენი იმედით თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით. მე ნამდვილად მაქვს თვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, მეამაყება ყველა ის ადამიანი რომელიც გამოვიდა, გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არ არის პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის რითაც ჩვენ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და ამდენს მივაღწიეთ.

მე ამერიკაში ვარ და კიდევ მექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები... და არა მარტო აქ, რადგან დღეს საჭიროა ჩვენ პოზიციები გავამაგროთ და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენ პარტნიორთან რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს.

კიდევ ერთხელ მეამაყებით, თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია. რეკომენდაციის პირველი ნაწილი ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს.

მე ვარ თქვენს გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით,“, - სალომე ზურაბიშვილი