მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველომ კარგად იცის კრემლის აგრესიული მისწრაფებების შესახებ" - ლუკას მანდლი

62546f4207d91
ალა ისპირიანი
11.04.22 22:13
857
სანქციები გაძლიერდება და უფრო და უფრო მკაცრი გახდება, ამაზე საერთო მოსაზრება გაგვაჩნია, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ლუკას მანდლმა განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი სამყარო აცნობიერებს, რომ კრემლი აგრესორია.

„საქართველო იმედია კარგად აცნობიერებს, რა აგრესიული მისწრაფებები გააჩნია კრემლს. საქართველომ კარგად იცის ამ აგრესიული მისწრაფებების შესახებ. საქართველოს მთავრობასთან გვქონდა ამ საკითხებზე საუბარი, მათ შორის მოვახსენეთ ჩვენი შეფასება არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა. ყველა აცნობიერებს, რომ კრემლი აგრესორია. თავისუფალი სამყარო ამას აცნობიერებს, რომ ეს არის სამხედრო თავდასხმა და ეს არის უპრეცედენტო ბევრი თვალსაზრისით, რომელიც სისხლიანია და სანქციები მოჰყვა. სანქციები გაძლიერდება და დროთა განმავლობაში უფრო მკაცრი გახდება, ამაზე საერთო მოსაზრება გაგვაჩნია, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენ დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება, რომ უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ, რაც მოვისმინეთ ჩვენი ქართველი კოლეგებისგან.

თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ვის, რა ცოდნა და გამოცდილება აქვს აგრესორთან. ამ მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. ეს არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კრემლის მიერ არის დარღვეულია. საქართველოს ხელისუფლებასთან განვიხილეთ, როგორი მოლოდინები შეიძლება იყოს ამ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი დიდ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ თანამოძმეებს და ქართველი ერის მიერ მათ მიმართ გულწრფელი სოლიდარობა, თანაგრძნობა და მხარდაჭერის სურვილი იგრძნობა. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს ეჭვები. ქართველი ერი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ერთიანია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, მანდლმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად თბილისში პრესკონფერენცია ცოტა ხნის წინ გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები