ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის შემცირება არის დაახლოებით ევროპული ქვეყნების ეკონომიკების შემცირების დონეზე.
როგორც თურნავამ განაცხადა, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური პროგნოზი დიდწილად არის დამოკიდებული რეგიონზე.
„რაც არის პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკის შემცირება არის დაახლოებით ევროპული ქვეყნების ეკონომიკების შემცირების დონეზე. ზოგადად, ევროპის ეკონომიკის დაცემა არის უფრო მეტად ნავარაუდევი, ვიდრე საქართველოში. ის, თუ საქართველოში როგორ იცვლება პროგნოზები ეკონომიკურ ვარდნებთან დაკავშირებით, დიდად არის დამოკიდებული რეგიონის ქვეყნებზე და სხვათა შორის ბოლოს, როცა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა გააუარესა პროგნოზი, მთავარი ახსნა იყო ეს - სჯერათ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ამოქაჩავს ეკონომიკას, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს სამეზობლოში ჯერ კოვიდ 19-თან დაკავშირებით არ არის კეთილსაიმედო ვითარება და პროგნოზი უარესია, დაგვიძმიმა პროგნოზი“, - განაცხადა თურნავამ.