მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს EU-ს გზაზე“ - ვარჰეი

6409bcb1765e5
მარიამ ვარადაშვილი
09.03.23 15:28
863
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიესალმება.

“მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი კანონის გაწვევაზე. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ვარჰეი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები