"საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია გმობს რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას," - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალრ ქსელში დაწერა.
"საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია გმობს რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელიც არაა ამერიკული კანონის იდენტური და თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული და უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი !!!
საქართველოს მთავარი ღირებულებები იყო, არის და იქნება ევროპული !!!
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რომელიც არასოდეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ", - წერია განცხადებაში.