მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს რკინიგზა": სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში განახლდება

5fc0b83518499
BM.GE
27.11.20 12:41
909
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც მატარებლით სამგზავრო გადაყვანებზეც ვრცელდება, "საქართველოს რკინიგზა" დამატებით განმარტებებს აკეთებს და მოქალაქეებს მიმართავს:

"2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.

რაც შეეხებათ, იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები