მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს სრულად ათვისების შემდეგ უზბეკეთის ბაზარზე შევალთ" - Wempler-ის გეგმები

62b5c61265f50
მარიამ იზორია
26.06.22 13:10
1815
Wempler - ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც მსურველებს იმ ადამიანებთან აკავშირებს, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ. უფრო კონკრეტულად, ეს არის პლატფორმა, სადაც სასურველ კატეგორიაში საჭირო სერვისის მიღებაა შესაძლებელი და მეორე მხრივ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით თანხის გამომუშავება შეუძლია.

Wempler-ის დამფუძნებელი სანდრო თავხელიძე bm.ge-სთან სტარტაპის გეგმებზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, კომპანიამ 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია პროექტ “შარქ თენქში” მოიპოვა, რომლითაც ახლა პლატფორმის საბოლოოდ განვითარებაზე მუშაობენ.

“აგვისტოში ჩავეშვებით და ერთ წელში საქართველოს ბაზარი მთლიანად ათვისებული გვექნება. დღეს აპლიკაციის საბოლოო დეველოპინგზე ვმუშაობთ, რათა ის იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი, მისი საშუალებით კი ადამიანებმა საჭირო სერვისი მოიძიონ და ამასთან საკუთარი უნარი გაყიდონ.

ჩაშვებიდან ერთ წელში, საქართველოს სრულად ათვისების შემდგომ რეგიონში გაფართოებაზე ვიმუშავებთ და პირველი ბაზარი, რომელშიც შევალთ უზბეკეთი იქნება”, - აღნიშნავს სანდრო თავხელიძე.

ინფორმაციისთვის, სტარტაპი Wempler-ის გუნდი 12 ადამიანს აერთიანებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები