მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს სტარტაპ Wempler-ს?

6496b04480fb3
მარიამ იზორია
24.06.23 23:00
718
Wempler-ის დამფუძნებელი სანდრო თავხელიძე BMGDRIVE-ს ეთერში სტარტაპის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, GITA-ს გრანტი მოიპოვეს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგულ აქტივობებში გამოიყენებენ.

Wempler-ის გეგმებშია უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე შესვლაც და როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, იმედოვნებენ, რომ ამ გეგმას მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში განახორციელებენ.

„ჩვენს ინვესტიციას და GITA-ს გრანტს მაქსიმალურად გამოვიყენებთ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის. ეს მთელი რესურსი უნდა ჩაისხას მარკეტინგში, ჩვენი მთავარი მისიაა გაიგონ, რომ ეს სტარტაპი არსებობს, რადგან გვჯერა რომ ეს არის სერვისი რომელიც ყველას სჭირდება.

ჩვენ გვყავს ინვესტორი, რომელიც სტარტაპერია და ჩვენი იდეალური სცენარია რომ მას გავყვეთ ამ ახალ ბაზრებზე, საუბარია უზბეკეთსა და ყაზახეთზე. ახლა ვართ არენდის ეტაპზე და დიდი იმედი გვაქვს წელს მოვახერხებთ ამას, ახლა მარკეტინგულ გეგმას ვახორციელებთ საქართველოში და ამის შემდეგ ბოლო კვარტალში შევძლებთ უკვე საერთაშორისო ბაზრებზე შესვლას.

სამუშაო ბევრია. ინვესტიციის კუთხითაც აქ თუ 200 000 დოლარი გვჭირდება, იქ გვჭირდება 600 000 დოლარი რადგან დიდი ბაზარია“ - აღნიშნავს სტარტაპერი.

Wempler არის პლატფორმა, სადაც სასურველ კატეგორიაში საჭირო სერვისის მიღებაა შესაძლებელი და მეორე მხრივ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით თანხის გამომუშავება შეუძლია. უფრო კონკრეტულად პლატფორმა ყველა იმ საქმეს ასრულებს, რომლის გაკეთებაც კონკრეტულ მომხმარებელს თავად არ უნდა ან დრო არ აქვს. დაწყებული ძაღლის გასეირნების სერვისიდან დასრულებული ბავშვის სკოლიდან გამოყვანამდე.

პლატფორმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მზად არიან მომხმარებლის მაგივრად ყველა საქმე თავად გააკეთონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები