მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში მიღება უნდა დაჩქარდეს“ - მამუკა ბახტაძე

621faa66bbdbe
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 21:31
3846
საჭიროა სარგებლისა და დანახარჯის ანალიზის მიდგომის დავიწყება კრემლთან ერთად და ყოვლისმომცველი, პროაქტიული, მტკიცე სტრატეგიის შემუშავება კრემლის აგრესიის გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე გამოცემა Newsweek-თან ინტერვიუში აცხადებს.

„თავისუფალი მსოფლიო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღებისას და უნდა დაჩქარდეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში მიღება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს ხვალ წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები