მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ყველა რეგიონში შევალთ... ვეგეგმავთ ექსპორტსაც" - "ბაგანას" გეგმები

62cee76ddbb5a
მარიამ იზორია
14.07.22 00:15
1157
ბავშვის ჩასასმელის, ე.წ სლინგის მწარმოებელი კომპანია "ბაგანა" ექსპორტს ემირატების ბაზარზე გეგმავს. როგორც bm.ge-ს „ბაგანას“ დამფუძნებელმა თინათინ გახოკიძემ განუცხადა, სწორედ ექსპორტის განვითარების მიზნით, კომპანია Expo Dubai-ში მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონის ათვისებაც იგეგმება.

„ახლა საქართველოს ყველა რეგიონის ათვისებაზე ვმუშაობთ. გვინდა წერტილოვანი ლოკაციების შექმნა, სადაც პირველი ქართული „სლინგი“ იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, გვინდა ყველა რეგიონში თითო მაღაზიასთან გვქონდეს პარტნიორობა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მხრივ ევროპის ბაზარზე ვფიქრობდით, მაგრამ მსგავსი პროდუქტით ევროპა დატვირთულია. ამიტომ არჩევანი ემირატებზე შევაჩერეთ, ამ მიზნით დუბაის გამოფენაზე მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ“, - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, პირველი ქართული "სლინგის" მწარმოებელი სტარტაპი „ბაგანა“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის "სლინგები" სტარტაპის ფეისბუქ გვერდზე, ასევე რამდენიმე მაღაზიაში 89 ლარად იყიდება. კომპანია ნედლეულის იმპორტს თურქეთიდან და პოლონეთიდან ახორციელებს. „ბაგანას“ საცალო გაყიდვები საქართველოს გარეთაც აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები