საქართველოში გადასახადების შემცირების რესურსი აღარ არსებობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა #ForbesTalks-ში, ელენე კვანჭილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს. როგორ შეიძლება გადასახადების მეტად შემცირება, როცა საქართველო შედის მსოფლიოს ხუთეულში გადახადების სიმცირით? როგორ შეიძლება გადასახადები შემცირდეს, როცა საქართველოში გადასახადები არის კონკურენტუნარიანი მსოფლიო დონეზე? ამას იქით არაფერი აღარ არსებობს. თუმცა მაინც აპელირებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჰგონიათ ამომრჩეველი ამას ვერ გაიგებს. მოვატყებთ ახლა, რომ გადასახადებს შევამცირებთ. ეს არის პოპულისტური განცხადებები, რაც მოქალაქეებს აღიზიანებს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოში ეკონომიკის განვითარების პრობლემატიკის მოგვარება ეხება სისტემურ პრობლემებს და ამას გადასახადების შემცირება ვერ უშველის.
„ამ გადასახადების შემცირების რესურსი აღარ არის, ჩვენი ეკონომიკის განვითარების პრობლემატიკა არანაირად არ ეხება გადასახადებს. ჩვენი ეკონომიკის განვითარების პრობლემები ეხება სხვა საკითხებს, სისტემურ პრობლემებს. რაღა უნდა შევამციროთ? განათლებული ხალხი საუბრობს ამაზე და ალბათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერ მიხვდება სიმართლეს“, - განაცხადა ქობულიამ და მაგალითად ოპოზიციის სხვა განცხადებები მოიყვანა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის აგენტია, ან ხე გადარგო. ქობულია ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
„ამ განცხადებებით ოპოზიცია თავისი თავის დისკრედიტაციას ახდენს და ჩემნაირ ამომრჩევლებში არ იწვევს არანაირ ემოციას, რომ როცა ისინი მთავრობაში მოვლენ, მთავარ პრობლემას მოაგვარებენ“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.
გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში: