მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას შემგუებლობას" - თინა სტამბოლიშვილი

64088761855f6
თელარა გელანტია
09.03.23 11:26
1018
GIPA-ს ასოცირებული პროფესორის, მოქალაქე თინა სტამბოლიშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას შემგუებლობას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„წერტილი უნდა დაესვას შემგუებლობას. „რა ვქნა, ეს ჩემი საქმე არ არის“, „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის“ - ეს არ წაგვიყვანს შორს და ვერასდროს გადავრჩებით, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ გადამწყვეტ მომენტში ადამიანები ყოლველთვის ხვდებიან, რა არის მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება უკეთესობისკენ წაიყვანონ ეს გზა“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

- რა სჭირდება საქართველოს დღეს განვითარებისთვის?

- განვითარებისთვის გვჭირდება უფრო მეტი კავშირი ცივილიზებულ მსოფლიოსთან, გახსნილი ბაზარი, უფრო მეტი კონკურენცია, უფრო მეტი კონკურენცია ჩვენს შიდა დასაქმების ბაზარზე და ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება, ეზიარონ იმ სიკეთეებს, რომელთაც თანამედორვე მსოფლიო გვთავაზობს. განვითარების ერთადერთი გზა არის ინტეგრაცია დასავლურ სამაყაროსთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები