მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლო რეფორმას მოითხოვს ყველა - ქართული ოცნებისა და სასამართლო კლანის გარდა"- ბარამიძე

643d211a0b7e4
ელენე კვანჭილაშვილი
17.04.23 15:00
681
იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2012–2018 წლებში ალექსანდრე ბარალიძე ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ამბობს, რომ რეალურად განხორციელებული სასამართლო რეფორმა იქნებოდა არა პოლარიზაციისკენ, არამედ, არსებითი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„სასამართლო რეფორმას მოითხოვს უკლებლივ ყველა გარდა ქართული ოცნებისა და სასამართლო კლანისა“ – ამბობს სანდრო ბარამიძე. მისივე თქმით, თუკი ქართულ ოცნებას სურს, რომ ჩატეხილი ხიდები ქართულ საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ კულტურულ ჯგუფებთან, ექსპერტებთან, საზოგადოებასთან რაღაცნაირად აღადგინოს – პირველ რიგში სწორედ სასამართლო რეფორმა უნდა განახორციელოს.

„სრული აბსურდია, რომ კორუმპირებული მოსამართლეების სანქცირება და სასამართლო რეფორმა გამოიწვევს პოლარიზაციას. პოლარიზაციას კლანთან – კი“ – ამბობს სანდრო ბარამიძე.

აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები