მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწარმო გაფართოვდა" - სად გაიტანს ქართულ დაფნას "ჯუმითი 2014"

636d08ff31d5b
ინგა მურუსიძე
10.11.22 22:55
781
ჩხოროწყუში მდებარე დაფნის საწარმო „ჯუმითი 2014“ გაფართოვდა. როგორც bm.ge-ს საწარმოს მენეჯერი გოდერძი სალია უყვება, საწარმომ მიმდინარე წელს USAID-ის გრანტით და დამფუძნებლების თანადაფინანსებით ახალი დანადგარები შეიძინა და შესაბამისად, დამუშავებულ პროდუქციის რაოდენობას გაზრდის.

დანადგარები წარმოებაში ახლა ჩაეშვა, მიმდინარეობს მათი გატესტვა, შესაბამისად, გოდერძი სალიას უჭირს დააკონკრეტოს, თუ რა რაოდენობის დაფნას გადაამუშავებენ წელს, ვინაიდან ახალი დანადგარების წარმადობა ჯერ გამოცდილი არ არის.

„პანდემიის შემდეგ ცოტა ხნით ვიმუშავეთ, რაც დამუშავებული გვქონდა ჩინეთში გავყიდეთ, ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ დაახლოებით 35 ტონა პროდუქცია, და უკვე ამის შემდეგ მივიღეთ გრანტი. საუბარია USAID-ის 70 ათას დოლარიან გრანტზე, რომლის ფარგლებშიც დანადგარი შევიძინეთ, ხოლო თავად კომპანიის დამფუძნებელმა, თანადაფინანსების ფარგლებში დაახლოებით 105 ათასზე მეტი უნდა დაეხარჯა მფლობელს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ხარჯი 245 ათას დოლარზე ავიდა. მოვაწყვეთ 1300 კვადრატული მეტრის შენობა. გრანტით შევიძინეთ დამხარისხებელი საამქრო, მჭრელი აპარატურა, მოვაწყვეთ საშრობი ოთახები და ა.შ.“, - ელგუჯა სალიამ.

მისი განმარტებით, ახალი დანადგარებით საწარმო დაახლოებით 10 დღეში დაიწყებს მუშაობას და გეგმავს, რომ დაახლოებით 1000 ტონა ნედლი დაფნა ჩაიბაროს.

„ვვარაუდობთ, რომ წელს დაახლოებით 200 ტონა ნედლეული დავამზადოთ, რასაც 1000 ტონა ნედლი დაფნა დასჭირდება. წელს კარგი ხარისხის დაფნის მოსავალი მიიღეს მეწარმეებმა და ვფიქრობთ, მიუხედავად დაგვიანებული ჩაბარებისა, ნედლეულის რაოდენობის პრობლემა არ გვექნება“, - აღნიშნა სალიამ.

რაც შეეხება გასული წლების მაჩვენებლებს, გოდერძი სალიას განმარტებით, გასულ წელს 180 ტონა გადამუშავებული დაფნის რეალიზაცია მოახდინეს, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი მცირედით გაიზრდება.

ხოლო რეალიზაცია ჩინეთში იგეგმება. გოდერძი სალიას განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე მათი დაფნა არ იყიდება და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში არ იგეგმება დაფნის გატანა.

„იყო მოთხოვნა უკრაინიდან და რუსეთიდან, თუმცა მოგვიანებით ეს შეწყდა. ახლა ჩინელებთან გვაქვს მოლაპარაკებები. ცოტა ფასზე მიდის მსჯელობა, 1 კგ დაფნა $2.50 ღირს, ხოლო ჩვენი მხრიდან ჩაბარების ფასი 0.7 ან 0.8 ლარია. ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა რეალიზაცია რომ ჩინეთში განხორციელდება, ეს ნამდვილად ვიცით“, - აღნიშნა მან.

„ჯუმითი 2014“ 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

ცნობისთვის: საწარმო 1 მილიონ ლარიანი ინვესტიციით, 367 000 ლარიანი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები