მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქცია არა ინვესტიციების მოზიდვა, არამედ ამისთვის საბაზისო ფუნდამენტის შექმნაა"

5edf7eb054562
ინგა მურუსიძე
09.06.20 16:39
869
სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქცია არა ინვესტიციების მოზიდვა, არამედ საბაზისო ფუნდამენტის შექმნაა, - ამის შესახებ EY-ს მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა BMG-ს გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

ხოროშვილმა შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მოცულობამ $165.4 მილიონი ლარი შეადგინა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც უკვე გითხარით 41.7%-ია.

"გადავხედე მსოფლიო ტენდენციებს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო კარგ სცენარშიც კი მოსალოდნელია 30%-მდე ვარდნა FDI-ს მსოფლიოში, რაც ჩვენზეც დაახლოებით იგივენაირ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, ამ კუთხით ალბათ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მცირედი პასუზა ავიღოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ მომავალში ვითარება გაუმჯობესდეს. იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ალბათ ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის მაგალითად საკუთრების უფლება, რაც სასამართლოზე გადის. ეს არის სტაბილურობის და პოლიტიკური პროცესების ინდიკატორი", - განაცხადა ხოროშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გაატაროს რეფორმები და გადადგას ნაბიჯები, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

"ალბათ, არ არის საჭირო გლობალური საკონსულტაციო კომპანიების მოზიდვები და გლობალური ტრენდების ძიება სახელმწიფოს მიერ. საჭიროა, სახელმწიფო ფუნქციების დალაგება, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ ბიზნესმა თვითონ მოიზიდოს ინვესტიციები. სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობა და ფუნქცია არ არის ინვესტიციების მოზიდვა, ან საინვესტიციო დოკუმენტების შექმნა. სახელმწიფოს მოვალეობა არის საბაზისო ფუნდამენტის შექმნა, რაც არის სასამართლო, განჭვრეტადი პოლიტიკური პროცესები, ქონებრივი უფლებები და ა.შ", - განაცხადა ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები