დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ.
საუბარია გარკვეული ჯგუფის სამედიცინო დაზღვევის კერძო კომპანიებისთვის გადაცემაზე, რითაც როგორც ონოფრიშვილი ამბობს, ბიუჯეტის თანხა დაიზოგება.
“დღეს მოსახლეობის 17% კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან ყიდულობს სამედიცინო დაზღვევას. საქართველომ განავითარა საყოველთაო დაზღვევა. შედეგად, ყველა მოქალაქე გარკვეულწილად დაზღვეულია. სახელმწიფოსთან ვსაუბრობთ რომ შესაძლოა გარკვეული მიმართულებით, ნაწილი [ჯგუფების] კერძო დაზღვევას მიანდოს, რაც ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტში ფინანსებს გამოათავისუფლებს. კერძო ბიზნესი ყოველთვის უფრო ეფექტია და მგონია, რომ ეს ნაბიჯი უკვე გადასადგმელია. მერე ეს 17%-იანი მაჩვენებელიც გაიზრდება”, - აცხადებს ონოფრიშვილი.