მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის პასუხი ადეკვატურია" - ნიკოლოზ გაგუა ვალუტის შესყიდვაზე

644f9f61a831f
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 16:00
4372
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის მარტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $219.6 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანად წლის პირველ კვარტალში სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვების ზომა 460.5 მილიონი დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ BMG-სთან დღეს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გაზრდილი სავალუტო შემოდინებების ფონზე, სებ-ის პასუხი ადეკვატურია.

“იცით, რომ სებ-მა დოლარის გარკვეული შესყიდვები გააკეთა იმისათვის, რომ კურსისათვის უფრო მეტი სტაბილურობა შეეძინა და ვფიქრობთ, რომ იმ გარემოებასთან მიმართებით, რაც დიდი ოდენობით კაპიტალის შემოდინებას ნიშნავს, ეროვნული ბანკის პასუხი არის ადეკვატური და ამ მხრივ განსხვავებული პოზიცია არც მედიისგან და არც ანალიტიკოსებისგან არ მომისმენია,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $700 მილიონზე მეტად გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები