მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის პრეზიდენტს თავს უნდა ესხმოდნენ, ეს ნორმალურია" - აბაშიშვილის კითხვა გვენეტაძეს

61b0cd3197209
ინგა მურუსიძე
08.12.21 19:36
979
პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, CIU ბიზნესის ფაკლუტეტის დეკანი და საქართველოში გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ადგილობრივი კონსულტანტი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ თავის დროზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძის წარდგენა სწორი იყო. 

ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საქმიანობა და პოლიტიკა შეაფასა და კობა გვენეტაძეს გარკვეული რეკომენდაციაც მისცა.

„ვრწმუნდები, რომ თავის დროზე სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი წარდგენა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო... ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავს უნდა ესხმოდნენ, ეს ნორმალურია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სწორად უნდა იცავდეს თავს, რადგან ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არ შეიძლება, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია ყველას მოსწონდეს. თავდასხმები გაძლიერდება პოლიტიკურ ჭრილში და ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. თქვენი პრეზიდენტობის შემდგომ გაიხსნა ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე ინფორმაცია და ა.შ. შესაძლოა, ამაზე მოკლე ინფორმაცია ყოფილიყო და მორჩა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

თუმცა მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ინფორმაციის ნაკლებობაა ინფლაციასთან მიმართებით. როგორც გიორგი აბაშიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უთხრა, იმისათვის, რომ ყველაფერი დამაჯერებელი იყოს, მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, მათ შორის სებ-ის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ.

„რაც მაკლია და ვერ ვიღებ სებ-სგან, არის ის, რომ ეროვნული ბანკი ზედმეტად მეტს იღებს თავის თავზე და ამის შესახებ შემდგომ ინფორმაცია უფრო ვრცლად და ფართოდ არ ვრცელდება. მესმის პოლიტიკოსების შეფასებები, რა უთხრან ამომრჩევლებს და ამ დროს ეროვნული ბანკი დგას თავის მართლების რეჟიმში ეკონომიკური ფაქტორებით, პოლიტიკოსებს კი პოლიტიკური ახსნა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, სინამდვილეში, როცა თქვენ საუბრობთ ინფლაციურ მოლოდინებზე, მოგეხსენებათ, ინფლაციური მოლოდინები ძალიან სერიოზული რისკია, უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე ცალკეული პროდუქციის გაძვირება და ცალკეული მცირე შოკი.

ზუსტად ამიტომ, მე ვერ ვხედავ ინფლაციური მოლოდინების მართვას, თუ უფრო მეტად არ გამოჩნდა თქვენი და მთავრობის ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებები, რომელიც შეიძლება მინისტრების, მოადგილეების დონეზე ყოველღიურია, მაგრამ ეს არ ჩანს, მე მაკლია და იმისთვის, რომ მე მეტი ნდობა მქონდეს და ინფლაციურ რეჟიმში არ გადავიდე, ეს უნდა ვიცოდე. ისევე როგორც რეფინანსირების განაკვეთზე თქვენი განცხადებები ამომწურავია, ისე უნდა იყოს ინფლაციის ნაწილშიც“, - მიმართა გიორგი აბაშიშვილმა კობა გვენეტაძეს.

სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი აბაშიშვილს კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა და თქვა, რომ ინფლაციური მოლოდინების სწორი მართვა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ინფლაციის ტარგეტირებისათვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ინფლაციის მოლოდინების მართვა თითქმის ნიშნავს ინფლაციის მართვასაც; როცა ვსაუბრობთ კორდინაციაზე, მინდა ვახსენო საერთაშორისო სავალუტო ფოდნის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა, სადაც მთელი ეკონომიკური გუნდია ჩართული. გარდა იმისა, რომ ჩვენ თავად გვაქვს ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს, პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ ქოლგა იყოს. ტექნიკურ დონეზეც არის განხილვები. უფრო დაბალი ფისკალური დეფიციტი ინფლაციისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შეუძლია აგვიხსნას, რატომ ვერ იქნება ასე. კოორდინაცია ნამდვილად არის და ფინანსთა სამინისტრომაც ძალიან კარგად იცის, რომ თუ შესაძლებელია, ინფლაცია უნდა შემცირდეს და ეს დაეხმარება პროცესს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები